logo_geo
იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 74-ს მიაღწია
- +

16 ოქტომბერი. 2019. 11:22

 

იაპონიაში დამანგრეველი ტაიფუნი „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 74-ს მიაღწია.

 

„ჰაგიბისის“ მიერ გამოწვეული ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაშავებულია 220, ხოლო დაკარგულად 12 ადამიანი ითვლება.

 

ტაიფუნის გამო, რომელსაც ძლიერი ქარი და წვიმა ახლდა, ​​მეწყერი ჩამოწვა, ორი ათეული მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და უზარმაზარი ადგილები დატბორა ტოკიოს მიმდებარე ტერიტორიიდან ნიგატამდე, რომელიც იაპონიის ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს.

 

მაღალსიჩქარიანი მატარებლების მოძრაობა, ისევე როგორც ექსპრეს მატარებლების, ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე „ნიკკოს“ ტურისტულ მხარეში უკვე აღდგენილია.

 

ამავდროულად, ფრენის შეფერხებები „ნარიტას“  აეროპორტში ნარჩუნდება. იაპონიის პოლიცია, სახანძრო სამსახურები და თავდაცვის ძალები სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს 11 პრეფექტურაში განაგრძობენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი