logo_geo
ერდოღანი, შესაძლოა, რუსეთს ეწვიოს
- +

16 ოქტომბერი. 2019. 11:23

 

„თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს რუსეთს ეწვიოს“, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კრემლის პრეს-სპიკერზე, დმიტრი პესკოვზე, დაყრდნობით იუწყება.

 

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სამშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში მიიწვია და ერდოღანი ამ შეთავაზებას დათანხმდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი