logo_geo
დონალდ ტრაპი: რუსეთსა და სირიას შეუძლიათ, ქვიშით ითამაშონ
- +

17 ოქტომბერი. 2019. 10:44

 

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთსა და სირიას შეუძლიათ, ითამაშონ ქვიშით, რომელიც სირიაში უხვადაა“,- ამის შესახებ ტრამპმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„თუ სირიას უნდა, იბრძოლოს თავისი მიწისთვის, ეს თურქეთის და სირიის საქმეა, როგორც ეს ასობით წლის განმავლობაში იყო, რა დროსაც ისინი იბრძოდნენ. ქურთები ასევე იბრძვიან ასობით წლის განმავლობაში. მთელი ეს არეულობა ძალიან დიდ ხანს გრძელდება. სირიამ შესაძლოა, რუსეთისგან გარკვეული დახმარება მიიღოს და ეს ნორმალურია. მათ იქ ბევრი ქვიშა აქვთ. ასე რომ, იქ არის ბევრი ქვიშა, რომლითაც მათ შეუძლიათ ითამაშონ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დადგა დრო, აშშ-მა სირიიდან ძალები გაიყვანოს.

 

„ჩვენ იქ 30 დღით უნდა დავრჩენილიყავით, დავრჩით 10 წლით. ახლა დადგა დრო, რომ ჩვენ სახლში დავბრუნდეთ. ჩვენ არ ვართ დამცველი აგენტი და დროა, წავიდეთ სახლში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული ძალების გაყვანის შესახებ განაცხადა თურქეთის მიერ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების ფონზე. აღსანიშნავია, რომ სირიელი ქურთები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი