logo_geo
ჟან-კლოდ იუნკერი: ყველას ესმის ინგლისური, თუმცა, ვერ იგებენ ინგლისურ იუმორს
- +

17 ოქტომბერი. 2019. 11:51

 

 

„ყველას ესმის ინგლისური, თუმცა, ვერ იგებენ ინგლისურ იუმორს“, - ამის შესახებ ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის მთავრობის შენობაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მე ახლა ინგლისურად უნდა მოგმართოთ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ყველას ესმის ინგლისური, მაგრამ ამავე დროს ვერავინ იგებს ინგლისისას და იმ მოლაპარაკებებისას, რომელიც ამ შენობაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

 

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. თუმცა, „ბრექსითის“ შესახებ შეთანხმებას ლონდონმა ბრიუსელთან ამ დრომდე ვერ მიაღწია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი