logo_geo
გერმანიაში თურქებსა და ქურთებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 12:01

 

 

გერმანიაში, თურქებსა და ქურთებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ქალაქ ლუდენშეიდში ოთხშაბათს საღამოს ქურთებმა აქცია გამართეს და სირიაში თურქების შეჭრა გააპროტესტეს, რა დროსაც მათსა და თურქ კონტრ-დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

 

პოლიციამ ხუთი დემონსტრანტი დააკავა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქურთმა დემონსტრანტებმა გერმანიის ქალაქ ჰერნეში თურქების კუთვნილი ჯიხური და კაფე დაარბიეს, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი