logo_geo
ანგელა მერკელი: მე მკაცრად მოვუწოდე თურქეთს, დაასრულოს სამხედრო ოპერაცია ქურთი სამხედროების წინააღმდეგ
- +

17 ოქტომბერი. 2019. 13:03

 

 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, მან მკაცრად მოუწოდა თურქეთის პრეზიდენტს, დაასრულოს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია. მისი თქმით, გერმანია აღნიშნულ ვითარებაში, აღარ მიაწვდის თურქეთს შეიარაღებას.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში, მე მკაცრად მოვუწოდე თურქეთს, დაასრულოს ქურთი სამხედროების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია და ამას ახლაც ვიმეორებ. ეს ჰუმანიტარული დრამაა უდიდესი გეოპოლიტიკური ეფექტებით, ამიტომ ამ გარემოებაში გერმანია აღარ მიაწვდის თურქეთს შეიარაღებას“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით, ქურთების დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარას ორი მიზანი აქვს, გაწმინდოს აღნიშნული ტერიტორია ქურთების სახალხო შენაერთებისგან, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ე.წ. უსაფრთხო ზონაში ის ოთხი მილიონი სირიელი ლტოლვილი განასახლოს, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თავს თურქეთს აფარებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი