logo_geo
კრასნოიარსკში კაშხალის გარღვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა
- +

19 ოქტომბერი. 2019. 13:11

 

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარის დაბა შეტინკინოსთან მდინარე სეიბამ კაშხალი გაარღვია. დაღუპულია 13 ადამიანი, 13 ადამიანის ბედი კი ჯერჯერობით უცნობია.  ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის განცხადებით, 14 ადამიანია დაშავებული, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა.

 

დაბა შეტინკინო ოქროს მომპოვებელთა დასახლებაა ტაიგაში, ამის გამო კავშირის პრობლემებია. სამედიცინო ავიაციაც მხოლოდ 80კმ-ის დაშორებით ახერხებს დაჯდომას. უახლოესი ქალაქი არტემიევსკი 60კმ-თაა დაშორებული ტრაგედიის ადგილს.

 

კაშხალის დანგრევის მიზეზად, პირველადი ვერსიით, მისი კონსტრუქციის დაძველება დასახელდა.

 

big_banner
არქივი