logo_geo
დმიტრი მედვედევი: ატომური ქვეყანა ვართ, ჩვენს შემოგარენში NATO-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ
- +

19 ოქტომბერი. 2019. 15:58

 

დმიტრი მედვედევის განცხადებით, NATO-ში იმ ქვეყნების შეყვანის მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობები არსებობს, სახიფათოა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა სერბულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

 

როგორც დმიტრი მედვედევმა განაცხადა, აღნიშნული მცდელობები სავსეა სერიოზული შედეგებით, ამიტომ ასეთ პრეტენდენტებთან დაკავშირებით ფიქრია საჭირო.

 

„NATO-ში იმ ქვეყნების გაწევრიანების მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობა არსებობს, საკმაოდ სახიფათოა. თქვენ საუბრობთ ბოსნია და ჰერცეგოვინაზე, სერბეთზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია სხვა ქვეყნებიც დავასახელოთ. და რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები არც ისე მარტივ მდგომარეობაში იმყოფებიან“, – განაცხადა დმიტრი მედვედევმა ინტერვიუს დროს.

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ასეთი ქმედებები თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის შესახებ არსებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

 

„ეს სავსეა სერიოზული შედეგებით. სწორედ ამიტომ, NATO-ს წევრი ქვეყნები კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

დმიტრი მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მის საზღვრებთან NATO-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით უპასუხებს.

 

როგორც დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, არავინ უარყოფს, რომ რუსეთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესები აქვს.

 

„არავინ უარყოფს, რომ რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საკუთარი  ინტერესები აქვს. ჩვენ მძლავრი ქვეყანა ვართ, ატომური ქვეყანა ვართ და ჩვენს შემოგარენში NATO-ს ბაზების განთავსების სურვილმა არ შეიძლება ჩვენში დადებითი ემოცია გამოიწვიოს. ჩვენ ამას ყოველთვის ვპასუხობდით და მომავალშიც ვუპასუხებთ პოლიტიკური და სამხედრო გზით“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი