logo_geo
შვეიცარიის საპარლამენტო არჩევნებში მწვანეებმა წარმატებას მიაღწიეს
- +

20 ოქტომბერი. 2019. 21:17

 

შვეიცარიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად წარმატებას მწვანეთა ორმა პარტიამ მიაღწია. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ არაოფიციალური შედეგებია ცნობილი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით მწვანეთა პარტიებმა - „შვეიცარიის მწვანეთა პარტიამ“ და „მწვანე ლიბერალთა პარტიამ“ ჯამში ამომრჩეველთა ხმათა 20,3% მიიღეს, რითაც 2015 წლის შედეგი 8,6%-ით გააუმჯობესეს. გამარჯვება კი სავარაუდოდ „შვეიცარიის მემარჯვენე კონსერვატორთა პარტიამ“ მოიპოვა, რომელსაც ხმა 26,3%-მა მისცა.

 

ექსპერტების აზრით, „მწვანეების“ წარმატებას მთავრობაში ძალების გადანაწილებაზე გავლენა არ ექნება. უკვე თითქმის 60 წელია შვეიცარიაში მმართველობას 4 პარტია, კონსენსუსის საფუძველზე ახორციელებს. აღმასრულებელი ხელისუფლება კი 7-კაციან საბჭოს ეკუთვნის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი