logo_geo
ბოლივიაში მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს 30-მდე ადამიანი დააკავეს
- +

23 ოქტომბერი. 2019. 11:29

 

 

ბოლივიაში მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს 30-მდე ადამიანი დააკავეს. მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოქმედი პრეზიდენტის, ევო მორალესის გამარჯვება გახდა.

 

პირველადი შედეგების გასაჯაროების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მსხვილ ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო. ერთ-ერთ რეგიონულ საარჩევნო სასამართლოს ოპოზიციურად განწყობილმა მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს. ქალაქ თარიჰში კი, ბიულეტენები დაწვეს.

 

ბიულეტენების 95%-ის დათვლის შედეგად არსებული მონაცემებით, არჩევნებში ხმათა 46.85%-ით მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი იმარჯვებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი