logo_geo
იაპონიაში 1,8 მილიონი დოლარის ღირებულების 50-კარატიანი ბრილიანტის ქვა მოიპარეს
- +

25 ოქტომბერი. 2019. 10:41

 

იაპონიაში 1,8 მილიონი დოლარის ღირებულების 50-კარატიანი ბრილიანტის ქვა მოიპარეს.

 

შემთხვევა ქალაქ იოკოიამაში, გამოფენაზე მოხდა.

 

ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოფენის დასასრულს შენიშნეს, რომ ვიტრინის კარი, რომელშიც ქვა იყო განთავსებული, ღია იყო. ვიდეოჩანაწერების შესწავლისას, ვიტრინასთან ასაკოვანი მამაკაცი დააფიქსირეს, რომელსაც რამდენიმე ქალი ახლდა, თუმცა ისინი დადასტურებით ვერ ამბობენ, არიან თუ არა ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანები ძარცვასთან კავშირში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი