logo_geo
ქალაქ ხარკოვის ცენტრში ორმხრივი სროლა მოხდა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 16:24

 

უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრში, სავაჭრო ცენტრთან ორმხრივი სროლა მოხდა. სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაიღუპა, მან გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „Город Х“ იუწყება, მოკლულია საზოგადოებრივ-სპორტული ორგანიზაცია „ОПЛОТ“-ის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გრიგორი ისაკოვი.

 

ერთი ადამიანი დაჭრილია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

 

მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ის ავტომობილი იპოვეს, რომლითაც ბოროტმოქმედები მიიმალნენ, თუმცა, ის დამწვარი იყო.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა რკინიგზის სადგურში, პოლიციის მიახლოებისას თავი აიფეთქა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი