logo_geo
იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
- +

26 ოქტომბერი. 2019. 10:45

 

„იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის გამო 10 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.

 

ხელისუფლებამ ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა, ვინაიდან არსებობს წყალდიდობისა და მეწყერის გამეორების შანსი.

 

შეგახსენებთ, ორი კვირის წინ იაპონიას ძალიერი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ დაატყდა თავს, რომელმაც 88 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი