logo_geo
აშშ-ში ციხიდან გაქცეულმა პატიმრებმა ვისკი იყიდეს და საკნებში დაბრუნდნენ
- +

27 ოქტომბერი. 2019. 02:01

 

აშშ-ში, ტეხასის შტატის პოლიციამ დააკავა 4 პატიმარი, რომლებიც სისტემატურად ტოვებდნენ ციხეს და საკნებში კონტრაბანდული საქონლით ბრუნდებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ABC 13 ავრცელებს.

 

მისი ცნობით, 34 წლის ჯულიან ლემუსმა, 45 წლის რობერტ იანგმა, 25 წლის ლეო მარტინესმა და 35 წლის სილვესტრ რიკომ რამდენჯერმე დატოვეს ბომონტის ციხე და კონტრაბანდული საქონლის ყიდვის შემდეგ ისევ ციხეში დაბრუნდნენ.

 

გაქცევის შესახებ რამდენიმე შეტყობინების შემდეგ სამართალდამცველებმა ციხეზე მეთვალყურეობა დააწესეს და პატიმრები 11 ოქტომბერს დააკავეს. ჩხრეკისას მათ დიდი ოდენობით ვისკი და მობილური ტელეფონები აღმოაჩნდათ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი