logo_geo
„როიტერსი“ - აშშ-ის ოფიციალური პირები აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას ადასტურებენ
- +

27 ოქტომბერი. 2019. 10:58

 

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას ადასტურებს.

 

ოპერაციის დეტალებზე საუბრისგან ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობასაც „როიტერსი“ არ ამხელს, აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი სირიაში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის რეიდის შედეგად მოკლეს.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედია ავრცელებს ცნობას, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიის პროვინცია იდლიბში იყო ლიკვიდირებული და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დონალდ ტრამპი დღეს გააკეთებს. სპეციალური ბრიფინგი თეთრ სახლში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

 

მანამდე, ირანის მთავრობამ ასევე დაადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ მათ ინფორმაცია სირიის მთავრობის წევრებმა დაუდასტურეს.

 

 

 

big_banner
არქივი