logo_geo
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
- +

27 ოქტომბერი. 2019. 12:41

 

კატალონიელი პოლიტიკოსების განაჩენი 350 000-მა ადამიანმა გააპროტესტა. ისინი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ.

 

დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრია და პოლიციელებს სხვადასხვა ნივთები ესროლა, რასაც სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა.

 

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები 14 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს სეპარატიზმის გაღვივებაში დასდო ბრალი და 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ფაქტს მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ბარსელონას ცენტრალურ ნაწილში ნახევარ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა.

 

დემონსტრანტებმა ქუჩებში ბარიკადები აღმართეს და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს. მას შემდეგ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი