logo_geo
დიქტატორ ფრანკოს ცხედარი მავზოლეუმიდან მადრიდის სასაფლაოზე გადაასვენეს
- +

27 ოქტომბერი. 2019. 14:27

 

 

ესპანეთში დიქტატორ ფრანკოს ცხედარი მავზოლეუმიდან მადრიდის სასაფლაოზე გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ცერემონიალზე დასწრების უფლება მხოლოდ დიქტატორის ნათესავებს მისცეს. ცხედარი სასაფლაოზე ვერტმფრენით გადაასვენეს.

 

ფრანკომ გასული საუკუნის 30-იან წლებში სამოქალაქო ომი დაიწყო, რასაც მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დიქტატორის რეჟიმის მსხვერპლთა ნაწილი მავზოლეუმშია დასაფლავებული. სამოქალაქო ომის შემდეგ ფრანკოს სამხედრო დიქტატურამ 36 წელი გასტანა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი