logo_geo
ესტონეთში შტორმის გამო 61 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
- +

27 ოქტომბერი. 2019. 22:33

 

ესტონეთში შტორმის გამო 61 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შტორმი კუნძულ სარემაადან დაიწყო და რამდენიმე დღეში მთელი ქვეყნის მაშტაბით გავრცელდა. ძლიერმა ქარმა ხეები და ბოძები მოთხარა.

 

ყველაზე რთული მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებშია. რამდენიმე ქალაქი მთლიანადაა გარესამყაროს მოწყვეტილი. რეგიონებში ქარის სიჩქარე წამში 25-30 მეტრს აღწევდა.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა და ქარი ქვეყნის მაშტაბით კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი