logo_geo
ბელგიის მეფემ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ბიუჯეტის მინისტრი სოფი ვილმესი დანიშნა
- +

28 ოქტომბერი. 2019. 11:13

 

ბელგიის მეფემ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ბიუჯეტის მინისტრი სოფი ვილმესი დანიშნა. ვილმესი პირველი ქალია, რომელიც ბელგიის მთავრობას უხელმძღვანელებს.

 

ვილმესი ამ თანამდებობაზე პარტია „რეფორმატორული მოძრაობის“ ლიდერს, შარლ მიშელს შეცვლის.

 

2018 წელს ბელგიაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. კონსერვატიული ნაციონალისტური პარტია „ახალი ფლამანდიური ალიანსი“ მმართველი კოალიციიდან გავიდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი