logo_geo
ბრიტანეთისკენ მიმავალ კიდევ ერთ სატვირთო ავტომობილში, 8 მიგრანტი ჰიპოთერმულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს
- +

28 ოქტომბერი. 2019. 16:00

 

საფრანგეთში, კალეს პორტში, სატვირთო მანაქანის მაცივარ-კონტეინერში რვა მიგრანტი, მათ შორის ოთხი ბავშვი, ჰიპოთერმულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

გადარჩენილი მიგრანტები, რომლებიც, მათი თქმით, ავღანეთიდან არიან, იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც კონტეინერის ბორანზე ჩატვირთვა ხდებოდა ბრიტანეთში გადასაყვანად.

 

მაშველთა ინფორმაციით, რვავე მიგრანტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაკავებულია სატვირთო ავტომობილის ორი რუმინელი მძღოლი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი