logo_geo
ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
- +

29 ოქტომბერი. 2019. 10:36

 

 

ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ბულგარეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.

 

გავრცელებული ცნობით, ბულგარეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი ხშირად მართავდა საიდუმლო შეხვედრებს ბულგარეთის მოქალაქეებთან და სამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ბულგარეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს საიდუმლო ინფორმაციებთან ჰქონდათ წვდომა.

 

ბულგარეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიებების მიზანი სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციების მოპოვება იყო, მათ შორის მატერიალური კომპენსაციით. რუსეთის მოქალაქემ ბულგარეთი უკვე დატოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი