logo_geo
ფილიპინებში ძლიერ მიწისძვრას 2 ადამიანი ემსხვერპლა
- +

29 ოქტომბერი. 2019. 10:39

 

 

2 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ფილიპინებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდას შეადგენდა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, კოტაბადოში დაფიქსირდა. ექსპერტების თქმით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დადასტურებულია ცნობები 15 წლის სკოლის მოსწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ასევე, გარდაცვლილია ქალაქ კორონადალში მცხოვრები 66 წლის მამაკაცი.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტულუმანის რეგიონში, სკოლის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებულნი არიან ბავშვები.

 

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს იმავე არეალში მომხდარი მიწისძვრის შეგედად 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 215 დაშავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი