logo_geo
კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესის მდიდრულ სახლებს მიუახლოვდა, ევაკუირებულთა შორისაა არნოლდ შვარცენეგერიც
- +

29 ოქტომბერი. 2019. 12:03

კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესში მდებარე ფეშენებელურ სახლებსაც დაემუქრა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ათასობით ევაკუირებულს შორის არიან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი, ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და მსახიობი კლარკ გრეგი.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის ალმა ლოს-ანჯელესში მდებარე ჟან-პოლ გეტის ცენტრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში 8 შენობა-ნაგებობა გაანადგურა და 5 დააზიანა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მიმართულებით გადაინაცვლა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საფრთხე დაემუქრა ლოს-ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმსაც.

 

კალიფორნიაში ხანძარს ასობით მეხანძრე 24-საათიან რეჟიმში ებრძვის. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ხანძარმა 20 000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

 

საცხოვრებელი სახლის დატოვება 180 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა. შტატის ნაწილში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. ხანძრის გამო ამ დროისათვის მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი