logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანმა იემენში რაკეტების განთავსება დაიწყო, რომ ისრაელზე თავდასხმები განახორციელოს
- +

29 ოქტომბერი. 2019. 12:04

 

 

„ირანმა იემენში რაკეტების განთავსება დაიწყო, რომ ისრაელზე თავდასხმები განახორციელოს“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ირანი უკვე ცდილობს, მიიღოს მაღალი სიზუსტის იარაღი ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი სამიზნის გასანადგურებლად.

 

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, რაკეტების წარმოება ირანში ხდება და თეირანს სურს, შეიარაღება ერაყში და სირიაში განათავსოს.

 

ნეთანიაჰუმ აღნიშნული განცხადებები აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან, სტივენ მნუჩინთან შეხვედრისას გააკეთა.

 

მნუჩინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს. ნეთანიაჰუმ ვაშინგტონს მოუწოდა, ირანის შესაჩერებლად დამატებითი სანქციები დააწესოს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი