logo_geo
მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, ისრაელის საელჩო დაიხურა
- +

30 ოქტომბერი. 2019. 16:10

 

მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. ინფორმაციას „The Times of Israel“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ფაქტი ისრაელის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავას უკავშირდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხაზინა დესპანებს სთხოვს, უკან დააბრუნონ ის ათასობით დოლარი, რომელიც მათ ხარჯების ანაზღაურებისთვის დაერიცხათ.

 

„იმის გამო, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის იმ პროტოკოლს, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, იძულებულნი ვართ, დავხუროთ საელჩო“, - იტყობინება სხვადასხვა ქვეყნის მისიების ვებ-გვერდები.

 

ამასთან, ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს.

 

„გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, - ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი