logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ეს თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა
- +

30 ოქტომბერი. 2019. 17:13

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ, სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხს ეხმაურება და მას „უსარგებლოს“ და „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს.

 

„აქედან მინდა მივმართო აშშ-ის საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს: ეს უსარგებლო ნაბიჯია და ჩვენ მას არ ვაღიარებთ. ეს, ჩვენი აზრით, თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა“, -განაცხადა ერდოღანმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში.

 

მისივე განცხადებით, კენჭისყრა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

 

„თურქეთის პარლამენტი კონტრრეზოლუციას მიიღებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.

 

რეზოლუციას 29 ოქტომბერს მხარი 405 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 11 წავიდა.

 

 

 

big_banner
არქივი