logo_geo
მარსელში შეიარაღებულმა პირმა ბარში ცეცხლი გახსნა, დაშავდა ექვსი ადამიანი
- +

1 ნოემბერი. 2019. 10:30

 

საფრანგეთის ქალაქ მარსელში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ ბარში ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

 

სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი ბართან მოტოციკლეტით მივიდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა და ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ შვიდი ერთეული მასრა ამოიღო.

 

სამართალდამცველები თავდასხმის მოტივად, ანგარიშსწორების ვერსიას განიხილავენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი