logo_geo
20 ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს მესენჯერ „ვოთსაფის“ საშუალებით უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ
- +

1 ნოემბერი. 2019. 16:20

 

20 ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს მესენჯერ „ვოთსაფის“ საშუალებით უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ.

 

ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა.

 

როგორც სააგენტო იუწყება, ჯაშუშურ სკანდალში ძირითადად აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების სამხედროები და მაღალჩინოსნები არიან გარეულები.

 

როგორც ცნობილი ხდება, „ვოთსაფის“ მფლობელებმა უჩივლეს ისრაელის კომპანია „ენ ესოუ გრუპს“ და ჯაშუშური პროგრამის შექმნასა და გაყიდვაში დაადანაშაულეს.

 

„როიტერის“ ცნობით, ამ პროგრამის საშუალებით, „ენ სე ოუ გრუპის“ კლიენტებს ჰქონდათ საშუალება, მესენჯერ „ვოთსაფის“ 1400 მომხმარებლის ანგარიშში უკანონოდ შეეღწიათ.

 

ჟურნალისტების ცნობით, პირებს შორის, ვისაც მესენჯერის საშუალებით ფარულად უსმენდნენ, იყვნენ ინდოეთის, პაკისტანის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, მექსიკის მთავრობის წევრები. ასევე სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქე დისიდენტები, ჟურნალისტები, დიპლომატები და უფლებადამცველები.

 

ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ისრაელის კომპანიის პროგრამის საშუალებით, თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლულ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგისაც უთვალთვალებდნენ.

 

„ბიბისის“ ცნობით, პროგრამა მსხვერპლის ტელეფონში სატელეფონო ზარის საშუალებით ხვდებოდა. შემდეგ კი მობილური ტელეფონის მფლობელის გადაადგილება კამერისა და მიკროფონის საშუალებით ხდებოდა შესაძლებელი.

 

პროგრამის შემქმნელები აცხადებენ, რომ „აღნიშნული პროგრამა მხოლოდ ავტორიზებული სამთავრობო უწყებებისა და სააგენტოებისთვის არის განკუთვნილი და მისი გამოყენება მხოლოდ დანაშაულის გამოსაძიებლად ან ტერორიზმთან საბრძოლველად არის დაშვებული“.

 

ამასთან „ენ ეს ოუ გრუპის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აკრძალული აქვთ, დაასახელონ ის კლიენტები, ვინც აღნიშნული პროგრამა შეიძინა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი