logo_geo
მეცნიერებმა აქამდე უცნობი ახალი კლასის შავი ხვრელები აღმოაჩინეს
- +

2 ნოემბერი. 2019. 00:46

 

ოჰაიოს შტატის მეცნიერებმა ახალი კლასის კოსმოსური ობიექტები აღმოაჩინეს, რომლებიც აქამდე ცნობილ ყველაზე პატარა შავ ხვრელებს წარმოადგენენ. მათი გაჩენის მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ Science Alert წერს.

 

სპეციალისტებმა ირმის ნახტომში 100 000 ვარსკვლავის სინათლის სპექტრის შესახებ მონაცემები გაანალიზეს, რათა ეპოვათ ვარსკვლავები, რომელიც უხილავი ობიექტების ირგვლივ მოძრაობდნენ. საბოლოოდ, მათ იპოვეს გიგანტური წითელი ვარსკვლავი, რომელიც მდებარეობს იმასთან ახლოს, რაც გათვლებით, გაცილებით პატარაა, ვიდრე ყველაზე პატარა შავი ხვრელები ჩვენს გალაქტიკაში.

 

კოსმოსური ტელესკოპის Gaia-ს დამატებითმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ უხილავი ობიექტი შავი ხვრელია, რომლის მასა მზის მასას 3,3-ჯერ აღემატება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი