logo_geo
კალიფორნიაში ტყის ხანძრების რაოდენობა გაიზარდა
- +

2 ნოემბერი. 2019. 01:14

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში სულ ცოტა 13 ტყის ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ CNN წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ხანძარი - მარია შტატში 31 ოქტომბერს გაჩნდა და უკვე 35 კვადრატული კილომეტრის ფართობზე გავრცელდა. ყველაზე ძლიერმა ხანძარმა - კინკეიდმა კი სონომას ოლქის ვენახები გადაწვა.

 

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შტატის მასშტაბით ტყის ხანძრებს მასობრივი ევაკუაცია და ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა. ხანძრების კვამლი კოსმოსიდანაც კი შესამჩნევია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი