ბოლო მონაცემებით, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში სულ ცოტა 13 ტყის ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ხანძარი - მარია შტატში 31 ოქტომბერს გაჩნდა და უკვე 35 კვადრატული კილომეტრის ფართობზე გავრცელდა. ყველაზე ძლიერმა ხანძარმა - კინკეიდმა კი სონომას ოლქის ვენახები გადაწვა.
კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შტატის მასშტაბით ტყის ხანძრებს მასობრივი ევაკუაცია და ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა. ხანძრების კვამლი კოსმოსიდანაც კი შესამჩნევია.