logo_geo
ჩილეში მრავალათასიანი აქცია კვლავ შეტაკებაში გადაიზარდა
- +

2 ნოემბერი. 2019. 11:52

 

ჩილეში მრავალათასიანი დემონსტრაცია კვლავ შეტაკებაში გადაიზარდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დედაქალაქ სანტიაგოში სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრანტები კი საპასუხოდ პოლიციის მიმართულებით ქვებს ისვროდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

ჩილეში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ფასების მომატება გახდა.

 

ამასთან, აქტივისტები პენსიების მომატებას, სამედიცინო მედიკამენტებზე ფასების დაკლებას და სოციალური რეფორმების გატარებას ითხოვდნენ. დედაქალაქში აგორებული ტალღა მალევე მოედო მთელ ქვეყანას და დემონსტრაციების გამართვა სხვა დიდ ქალაქებშიც დაიწყო.

 

დემონსტრაციების პირველ დღეებში აქციები არეულობით სრულდებოდა, რა დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 600-მდე ადამიანი, სამი ათასამდე აქტივისტი კი დააკავეს. ამის შემდეგ პრეზიდენტმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების მომატების გეგმა გააუქმა, თუმცა დემონსტრაციები არ შემწყდარა. უკანასკნელ მასშტაბურ აქციაზე აქტივისტების მოთხოვნა შეიცვალა. ისინი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი