logo_geo
კალიფორნიაში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა
- +

2 ნოემბერი. 2019. 14:43

 

აშშ-ის შტატ კალიფორნიაში ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცეცხლი ახალ ტერიტორიებზე გავრცელდა. ხანძრის ახალ ტერიტორიებზე გავრცელებას ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი.

 

კალიფორნიის მეტყევეობისა და ხანძრისგან დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში შტატში ხანძარმა 800 კვ. კმ ტყის მასივი და 700-მდე სახლი თუ სხვა შენობა-ნაგებობა გაანადგურა.

 

ამასთანავე, ხანძრის ახალი კერების გაჩენის თავიდან ასაცილებლად შტატის 1.1 მილიონ მცხოვრებს რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მაშველებმა ხანძარსაშიში ზონიდან მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი