logo_geo
თურქეთის შს მინისტრი ევროპას უმოქმედობაში ადანაშაულებს
- +

2 ნოემბერი. 2019. 17:48

 

თურქეთის შს მინისტრის სულეიმან სოულუს განცხადებით, თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებულ წევრებს თავიანთ სამშობლოში დააბრუნებს. მან ასევე პრეტენზიები გამოთქვა ევროპული ქვეყნების „უმოქმედობაზე“ ტერორისტებთან ბრძოლის მიმართულებით.

 

„ეს ჩვენთვის მისაღები არ არის. ეს ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია“, - განაცხადა სოულუმ და დასძინა, რომ ევროპამ თურქეთი ამ პრობლემის წინაშე მარტო დატოვა.

 

„ისლამური სახელმწიფოს“ დატყვევებულ წევრებს მათ ქვეყნებში გავაგზავნით”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთმა, ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული ოპერაციების დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით ტერორისტი დააკავა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი