logo_geo
სირიის ჩრდილოეთით აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა
- +

2 ნოემბერი. 2019. 21:16

 

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება თურქეთის და სირიის საზღვართან არსებულ ქალაქ თელ-აბიადში მოხდა. როგორც ცნობილია, ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბაზარში ამოქმედდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან როგორც თურქეთის მხარეს მებრძოლი პირები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

თურქეთის და სირიის საზღვართან მდებარე ქალაქი თელ-აბიადი ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და ე.წ. უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბება იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი