logo_geo
Forbes: ილონ მასკის ქონება 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა
- +

3 ნოემბერი. 2019. 11:03

 

 

კომპანია Tesla-ს მიერ 2019 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებული მოგების შედეგად მისი დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 22,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

 

23 ოქტომბერს Tesla-მ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში კომპანიის მოგებამ 342 მილიონი დოლარი შეადგინა, რამაც ექსპერტების პროგნოზებს გადააჭარბა. NASDAQ ელექტრონულ ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი 24%-ით გაიზარდა. ამის შედეგად მასკმა აშშ-ის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 23-ე ადგილიდან 21-ეზე გადაინაცვლა.

 

ილონ მასკს ეკუთვნის Tesla-ს აქციების 22% და კომპანია SpaceX-ის წილი, რომელსაც ექსპერტები 12,5 მილიარდ დოლარად აფასებენ. ილონ მასკმა Tesla 2003 წელს დააარსა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი