logo_geo
ჰონგ-კონგში შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
- +

3 ნოემბერი. 2019. 12:19

 

ჰონგ-კონგში შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

გუშინ ჰონგ-კონგში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 200 ადამიანი.

 

ჰონგ-კონგში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა იმართება. მასშტაბური მანიფესტაციების წევრები თავდაპირველად ექსტრადირების შესახებ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ახლა აქტივისტები დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი