logo_geo
ინდოეთის მთავარი მინისტრი: ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურება იმ დონემდე გაიზარდა, რომ სუნთქვა შეუძლებელია
- +

3 ნოემბერი. 2019. 17:42

 

„ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურება იმ დონემდე გაიზარდა, რომ სუნთქვა შეუძლებელია“, - აცხადებს ინდოეთის მთავარი მინისტრი არვინდ კეჯრივალი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინდოეთში ჰაერის დაბინძურებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

 

არსებული საფრთხის გამო, ინდოეთის დედაქალაქში სასწავლო პროცესი შეწყდა და ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლეებს ნიღბები დაურიგა. ამასთან, ცუდი ხილვადობის გამო, გადაიდო 30-ზე მეტი ავიარეისი.

 

მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ნიუ-დელიში მშენებლობები დროებით შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ფერმერების მიერ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით დიდი ოდენობის ფერდობების გადაწვა გახდა, რასაც დივალის ფესტივალის დროს დიდი ოდენობით ფოიერვერკების გაშვებაც დაემატა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი