logo_geo
ჰონგ-კონგში სავაჭრო ცენტრ CityPlaza-ში უცნობმა პირმა 4 მოქალაქე დანით დაჭრა
- +

3 ნოემბერი. 2019. 17:43

 

ჰონგ-კონგში სავაჭრო ცენტრ CityPlaza-ში უცნობმა პირმა 4 მოქალაქე დანით დაჭრა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აღნიშნული სავაჭრო ცენტრი საპროტესტო აქციების დროს ჰონგკონგელთა თავშეყრის ერთ-ერთ მთავარ ადგილს წარმოადგენს. თავდასხმის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

 

პარალელურად კი, ჰონგ-კონგში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები კვლავ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათი დაშლა ცრემლსადენგი გაზისა და წლის ჭავლის გამოყენებით სცადა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცვების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლა. დაპირისპირების დროს 17 ადამიანი დაშავდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის მთავრობამ პატიმართა ექსტრადირების კანონი უკან 23 ოქტომბერს გაიწვია, მოსახლეობა აქციების გამართვას მაინც აგრძელებს. საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონის მიღება გადაწყვიტა

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი