logo_geo
დონალდ ტრამპი ბორის ჯონსონსა და ნაიჯელ ფარაჯის გაერთიანებისკენ მოუწოდებს
- +

4 ნოემბერი. 2019. 10:56

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ბრექსიტის ინიციატორს, ნაიჯელ ფარაჯის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ასეთი გაერთიანება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო კავშირის გაძლიერებას ხელს შეუწყობდა.

 

შეკითხვაზე, ვის უჭერს მხარს ის ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ბორის ჯონსონს.

 

„ის ამ დროისთვის სწორი ადამიანია. ორივე ჩემი მეგობარია. ვფიქრობ, რომ ბორისი ამას სწორად გააკეთებს. მსურს, ვნახო ბორის ჯონსონისა და და ნაიჯელის გაერთიანება. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ბრიტანეთში 12 დეკემბერს გაიმართება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი