logo_geo
სომხური მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებისთვის ლარსი დაკეტილია
- +

4 ნოემბერი. 2019. 11:59

 

 

სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, გადაადგილება თავისუფალია მსუბუქი ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის.

 

სომხური მედიის ცნობით, რუსეთის მხარეს დაახლოებით 250 მანქანაა გაჩერებული.

 

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს.

 

„საქართველოს მხარეს შეზღუდვა არაა. საბაჟო გამართულია და შეუფერხებლად მუშაობს“, - აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი