logo_geo
შეერთებულმა შტატებმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყო
- +

5 ნოემბერი. 2019. 11:56

 

შეერთებულმა შტატებმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამის თაობაზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაერო-ს ოფიციალურად აცნობა.

 

ოფიციალური ცნობა იტყობინება შეთანხმებიდან გასვლის ერთწლიან პროცესზე, რომელიც 2020 წლის შტატების არჩევნების მომდევნო დღეს დასრულდება.

 

როგორც ცნობილია, პარიზის შეთანხმება, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად, 188 ერს აერთიანებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი დატოვების გადაწყვეტილება 2015 წელს დააანონსა, თუმცა, გაეროს წესების მიხედვით, ოფიციალური ვაშინგტონი გასვლის პროცესს 2019 წლის 4 ნოემბრამდე ვერ დაიწყებდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი