logo_geo
იენს სტოლტენბერგი: ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება
- +

5 ნოემბერი. 2019. 15:15

 

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

„ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა გახდება. მონტენეგრო ალიანსს 2 წლის წინ შეუერთდა. ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს წევრი რამდენიმე თვეში გახდება. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები-ყველა ალიანსის წევრია - ამის შესახებ ერთ დროს ოცნებაც კი შეუძლებელი იყო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა რუსულ გამოცემა „1+1“-თან ინტერვიუში.

 

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია დაეხმარება კიევს გააძლიეროს რეფორმები, რათა ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანება შეძლოს.

 

შეგახსენებთ, ოქტომბრის ბოლოს, უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს კარი უკრაინისთვის ღიაა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი