logo_geo
სირიაში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი დააკავეს
- +

6 ნოემბერი. 2019. 17:37

 

 

ანკარამ „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი დააკავა. როგორც „Reuters“ წერს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აზაზში ალ-ბაღდადის და ქმართან და რძალთან ერთად დააკავეს.

 

27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს.

 

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა და შედეგად თავისი სამი შვილიც მოკლა. ამასთან ერთად, ტრამპმა ოპერაციაში ხელშეწყობისთვის მადლობა რუსეთს, ერაყს, სირიას, თურქეთსა და ქურთებს გადაუხადა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი