logo_geo
ინგლისში ქიმიკატების სავარაუდო გაჟონვის გამო 57 ადამიანი დაშავდა
- +

7 ნოემბერი. 2019. 02:21

 

 

ინგლისში, კენტის საგრაფოში ქიმიკატების სავარაუდო გაჟონვის შედეგად სულ ცოტა 57 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBჩ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ მეიდსტონის ერთ-ერთ საწარმო ობიექტზე მოხდა. დაშავებულებს სუნთქვა უჭირთ, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარებას ადგილზე უტარებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ქიმიკატებზეა საუბარი. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი