logo_geo
შიდსის ახალი შტამი აღმოაჩინეს
- +

7 ნოემბერი. 2019. 11:26

 

19 წლის განმავლობაში პირველად მეცნიერების ჯგუფმა აივ-ის (შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი) ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN იუწყება.

 

კომპანია „Abbott Laboratories“-მა მისურის უნივერსიტეტთან ერთად კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ ახალი შტამი აივ-1-ის M ჯგუფის ნაწილია.

 

სპეციალისტების თქმით, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს, რადგან ახალი შტამის წინააღმდეგ თანამედროვე მკურნალობის მეთოდი ეფექტურია.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში აივ ინფექციით, დაახლოებით, 36,7 მილიონი ადამიანია დაავადებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი