logo_geo
კიევში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა
- +

7 ნოემბერი. 2019. 12:36

 

 

კიევის ცენტრში ავტომობილი ააფეთქეს. ინციდენტი ჟიტომირის ავტომაგისტრალზე მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

 

პოლიციის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას მოტოციკლისტმა ხელყუმბარა ესროლა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ფარმაცევტული კომპანიის დირექტორს ეკუთვნის. აფეთქებისას ის დაშავდა, დაღუპული კი მისივე დაცვის წევრია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი