logo_geo
ემანუელ მაკრონი: ევროპა უფსკრულის პირასაა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის „NATO-ს ტვინის სიკვდილი“
- +

7 ნოემბერი. 2019. 16:42

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ისინი აღარ უნდა დაეყრდნონ შეერთებულ შტატებს, რომ ის დაიცავს NATO-ს მოკავშირეებს. ემანუელ მაკრონი „The Economist“-თან ინტერვიუში, სირიაში შეერთებული შტატებისა და თურქეთის მოქმედებებს აკრიტიკებს.

 

„ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის NATO-ს ტვინის სიკვდილი“,- აცხადებს მაკრონი. მისი თქმით, ევროპა „უფსკრულის პირასაა“ და ის თავად უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები „ვეღარ შეძლებენ საკუთარი ბედის გაკონტროლებას“.

 

ემანუელ მაკრონმა ალიანსის სტრატეგიული მიზნების ნათლად განმარტების აუცილებლობაზე ისაუბრა და ყურადღება კონტინენტის თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა. მისივე განცხადებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამერიკა ევროპას „ზურგს აქცევს“.

 

„პრეზიდენტი ტრამპი არ იზიარებს ჩვენი ევროპული პროექტის იდეას და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწევს, გავუმკლავდეთ ჩინეთის აღმასვლას და რუსეთისა და თურქეთის ავტორიტარულ რეჟიმებს. მეტიც, ევროპა „ბრექსითისგან“ და პოლიტიკური არასტაბილურობისგან თანდათან უფრო სუსტდება“, - განაცხადა მაკრონმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი