logo_geo
საფრანგეთში პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა
- +

8 ნოემბერი. 2019. 10:03

 

 

საფრანგეთში 68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიტონის მოდის სახლი ავრცელებს. განცხადებაში დიზაინერის გარდაცვალების მიზეზზე არაფერია ნათქვამი.

 

პატრიკ-ლუი ვიტონი ლუი ვიტონის სახლს 1973 წლიდან შეუერთდა და მდიდრული ტყავის ჩანთების, სამგზავრო ჩემოდნების, მოდური ტანისამოსის, პარფიუმერული ნაწარმისა და აქსესუარების დამზადების ოჯახური ტრადიცია განაგრძო. ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა.

 

ბრენდის წლიური გაყიდვების მაჩვენებელი 10 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 500-მდე მაღაზიას ფლობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი