logo_geo
ავსტრალია „უპრეცედენტო ხანძარს“ ებრძვის
- +

8 ნოემბერი. 2019. 14:21

 

 

მედიის ინფორმაციით, ავსტრალია „უპრეცედენტო ხანძარს“ ებრძვის. ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1000 მეხანძრე იღებს მონაწილეობას.

 

ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 5 საათისთვის, შტატის მასშტაბით ცეცხლის 63 კერა ფიქსირდებოდა.

 

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ცეცხლი თანდათან ძლიერდება და საშიში ხდება. სოციალურ ქსელებში აღნიშნულის ამსახველი სურათები ვრცელდება.

 

„17 ლოკაციაზე ხანძრის მასშტაბებმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. მსგავსი რამ უპრეცედენტოა შტატში“,- აცხადებს სამსახურის წარმომადგენელი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი